Tuesday, May 13, 2014

სასწავლო მასალა

1.პროექტის სახელწოდება: ქართული ხელნაწერების თავგადასავალი



2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): ძველი ქართული ხელნაწერების: ბოლნისის, ბეთლემის, ჯვრის წარწერების, ჯრუჭისდა პარხლის ოთხთავის შექმნისა და ბედის ისტორია.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან ქართული ხელნაწერების ისტორიას, ადგენენ მათ ადგილსამყოფელს, ინტერესდებიან ქართული საგანძურების ბედით და ქართველი წმინდა მამების ღვაწლით, რომლებიც სანთლის შუქზე აჩუქურთმებდნენ  სასოებით გამოკვეთილ ასომთავრულ ანბანს.



4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევით უნარ-ჩვევებს .ჯგუფური მუშაობის საშუალებით ინფორმაციების გაცვლას და გამოყენებას.

5.მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ქმნიან ტექსტებს ზეპირი გამოსვლისათვის, გამოუმუშავდებათ საინფორმაციო წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლობედია, სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, კომპიუტერი.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

საფეხური 1.

აქტივობა 1. მოსწავლეები ირჩევენ თემას, ვაძლევ მითითებას სად შეიძლება მოიპოვონ ინფორმაცია , რა უნდა გაითვალისწინონ პროექტზე მუშაობისას, ვაცნობ პროექტის მიზანს და ამოცანებს.

საფეხური2.

აქტივობა 2. ვთხოვ მოიძიონ დამატებითი მასალა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შეადგინონ ტექსტი ზეპირი გამოსვლისათვის, თემა შეავსონ ინტერნეტში მოპოვებული სურათებით.

საფეხური 3

აქტივობა 3. ბავშვები მუშაობენ ჯგუფში. მოძიებულ მასალას ალაგებენ თემატურად:
ა) „როგორ იცვლებოდა საწერი მასალა’’,
ბ) „ბეთლემისა და ბოლნისის წარწერები’’,



გ) „ჯრუჭის ოთხთავი’’,


დ) „პარხლის ოთხთავი’’,  



ე) „ღვაწლი წმინდა მამათა’’

საფეხური4.

აქტივობა 4. აკეთებენ პრეზენტაციას, ურთიერთშეფასებას და გამოაქვთ დასკვნა.

აქტივობა5. პროექტის შეფასება:

ფასდება შემდეგი აქტიობები
დაბალი 1-3
საშუალო 4-6
მაღალი 9-10თთ
თემის,იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება, დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას. საჭირო მასალის მოძიებას.
უჭირს თემის და მიზნის გაცნობიერება; მომზადებული მასალა არასაკმარისია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი; მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი,ყურადღების მიპყრობა, კეთილგანწყობა.
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა. ამიტომაც აუდიტორიასთან კონტაქტს ვერ ახერხებს.
ნაწილობრივ ახერხებს კავშირს  ჯგუფის წევრებთან, მისხმასა და საუბარს აკლია  დამაჯერებლობა.
მოსწავლე აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს, ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი, ორიგინალობა და შემოქმედებითობა, საკუთარი პოზიციის დაცვა.
ვერ ახერხებს ჯგუფში მუშაობას.
უჭირს  აუდიტორიასთან კონტაქტი.
მოსწავლეს აქვს ანალიზისა სინთეზის კარგი უნარი. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსახრებებს, კარგად ახერხებს საკუთარი პოზიციის დაცვას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული 10.4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრადეგიის გამოყენება.

1. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოსწმებს რეგლამენტს და ა. შ.
2აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისთვის იყენებს  ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინე დობორჯგინიძე


12.ხელმძღვანელის ელფოსტა: doborjginidzemarine@gmail.com